პროექტ-გაკვეთილები

პროექტი გაკვეთილი

პროექტის დასახელება:
რატომ არ უნდა მოვწიოთ სიგარეტი
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქუალობის დასაბუთება:
მას შემდეგ რაც შევიტყვე, რომ ჩემ სადამრიგებლო მე-8 კლასში, მოსწავლეთა ნაწილომა სიგარეტს გემო გაუსინჯა და დავინახე იმის საფრთხე მომავალში, რომ შესაძლებელი იყო ისინი  აქტიურ მწევლებად ჩამოყალიბებულიყვნენ, ჩემს მოვალეობად
მიზანი:
მოსწავლე  მსჯელობს ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზე
განხორციელების გზები:
·         მოსწავლეებთან ერთად შევარჩიე კითხვები რის მიხედვითაც ისინი მწეველებში ჩაატარებენ გამოკითხვას;
·         დაახარისხებენ  შეგროვილ მონაცემებს და ააგებენ გრაფიკს;
·         მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან  სიგარეტზე, მის შემცველობაზე და იმ უარყოფით შედეგებზე რაც შეიძლება მწეველ ადამიანს დაემართოს;
·         შეგროვილ ინფორმაციას დაახარისხებენ, დაწერენ საკუთარ მოსაზრებას არსებულ სიტუაციაზე სიგერეტის მოხმარებასთან დაკავშირებით;
·         შეიმუშავებენ ბუკლეთების დიზაინს, დაბეჭდავენ და გაავრცელებენ სკოლაში

საჭირო დრო:
სამი კვირა
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეებს განუვითარდებათ: ინტერვიუს აღების, ლიტერატურაზე მუშაობის, სტსტისტიკური დამუშავების, მასალის ანალიზის, პრეზენტაციის, საკუთარი აზრი გამოთქმის და სხვა უნარები
რესურსები:
ფერადი ფურცლები, კალამი, სახემძღვანელო, ინტერნეტი, კომპიუტერი, პრინტერი, პროექორი;
პასუხისმგებელი პირები:
მასწავლებელი, მე-81 და მე-82 კლასის მოსწავლეები.


                                                                   
             

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ლელა ბედოშვილი
რაიონი
შიდა ქართლი
სკოლა
№9 საჯარო სკოლა
ქალაქი
ქ. გორი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება:  
პარაბოლა და მისი გამოყენება ყოფა-ცხოვრებაში
თემის შინაარსი
მოსწავლეებს შევავსებინე ცხრილი: ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე.
საშინაო დავალებად ნივცემ : ინტერნეტით მოიძიონ ინფორმაციები პარაბოლას თვისებების ყოფა-ცხოვრებაში გამოყენების შესახებ

საგანი
მათემატიკა; ფიზიკა
დონე/კლასი
IX კლასი/ საბაზო საფეხური
განხორციელების დროის ჩარჩო
45 წთ-იანი გაკვეთილი/2 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
მათ. IX.6. მოსწავლეს შეუძლია ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად და გამოსაკვლევად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მოცემული ფუნქციისათვის, რომელიც აღწერს რეალურ ვითარებას, პოულობს ფუნქციის მნიშვნელობას, ნულებს, მაქსიმუმს/მინიმუმს, ზრდადობა/კლებადობისა და ნიშანმუდმივობის შუალედებს და ახდენს მათ ინტერპრეტაციას ამ ვითარების კონტექსტში;
  • ახდენს ფუნქციის გრაფიკის თვისებების (დახრის კოეფიციენტი და საკოორდინატო ღერძებთან გადაკვეთა) ინტერპრეტირებას სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გასაანალიზებლად;
კვლ.X.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.      
·         მოიძიებს და  აანალიზებს შესაბამის ინფორმაციას;
·         აწარმოებს  დაკვირვებას და/ან გაზომვებს,  იღებს სარწმუნო მონაცემებს;
·         იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების დასამუშავებლად და წარმოსადგენად.

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლე შეძლებს:
               ინფორმაციის კლასიფიკაციას, ანალიზს და სინთეზირებას პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
               ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
               ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების საფუძვლიანი ცოდნა.
               დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
               უწყვეტი განათლებისთვის მზაობის დემონსტრირება.

      ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობას;



მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
შეიძლება თუ არა პარაბოლას თვისებები გამოვიყენოთ ყოფა-ცხოვრებაში?
თემატური კითხვები
1.       როგორ არის დამოკიდებული კვადრატული ფუნქციის პირველი კოეფიციენტის ნიშანზე და  სიდიდზე, პარაბოლას შტოების განლაგება?
2.       როგორ შეიძლება გამოვთვალოთ პარაბოლას წვეროს კოორდინატები და სიმეტრიის ღერძი
შინაარსობრივი კითხვები
1.       რა არის პარაბოლას ფოკუსი
2.       როგორ მივიღოთ ინფორმაცია პარაბოლური ანტენების დახმარებით
3.       როგორ ხდება მანქანის ფარებში პარაბოლას თვისებების გამოყენება?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










ვიცი, მინდა ვიოცოდე,  საიდან უნდა გავიგო, გავიგე

ასოციაციური რუკის

ჯგუფური მუშაობის რუბრიკა
ურთიერთშფასების რუბრიკა
ტექნოლოგიების გამოყენების შეფასების რუბრიკა
პროექტის საბოლოო შფასების რუბრიკა
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
შევავსეთ ცვრილი : ვიცი, მინდა ვიოცოდე,  საიდან უნდა გავიგო, გავიგე
ასოციაციური რუკის დახმარებით ჩამოვაყალიბეთ  პარამოლას საყოფაცხოვრებო პირობებში გამოყენების სფეროები. საინტერესო სფეროების გამოკვეთის შემდეგ მოსწავლეები  სურვილის მიხედვით განაწილდნენ ჯგუფებში.
 ჯგუფში მუშაობისას შფასდება მათი აქტიურობა: სასურველი ინფორმაციის მოძიება ლიტერატურიდან, ინტერნეტიდან ,კომპეტენტური ადამიანებისაგან. შფასდება მათი ურთიერთთანამშრომლობის ხარისხი.
 პროექტის პრეზენტაცია შეფასდება ჯგუფის მიერ  მოძიებული ინფორმაციისა , შესრულებული სამუშაოს სრულყოფილების,
 მოძიებული მასალის პრეზენტაცია  PP -ის დახმარებით.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
კვადრატული ფუნქცის და ნისი თვისებები.პარაბოლას თვისებები.  პროგრამა PP
სასწავლო პროცედურები
პროექტის შესავალი
 კვადრატული ფუნქციის შესწავლისას მოსწავლეებს გაუჩნდათ  კითხვა: რაში შეიძლებოდა გამოეყენებინათ კვადრატული ფუნქციისა  და პარაბოლას თვისებების ცოდნა ყოფა-ცხოვრებაში.  მოსწავლეებს ვთხოვე დაკვირვებოდნენ გარემოს დააღმოეჩინათპარაბოლას მსგავსი ობიექტები ჩაენიშნათ  დაკვირვების შედეგებიდაისვა ზოგადი შეკითხვა, სად და როგორ გამოიყენებენ პარაბოლას თვისებებს. მოსწავლეებმა  წყვილებში განიხილეს  შეკითხვა და გაუზიარეს მოსაზრებები მცირე ჯგუფებში. დისკუსია გადაიტანეთ მთელ ჯგუფში  და მოსწავლეები წავახალისეგანხილვის შედეგების წარმოდგენით . ამის შემდეგ მათ მოუხდათ ემუშავათ მათთვის საინტერესო თემის ირგვლივ,მოეპოვებინათ მეტი ინფორმაცია და გამოკვლევების საფუძველზე გამოეტანათ გარკვეული დასკვნები

თემატიკის გაგება

 გავაკეთეთ ცხრილი ვიცი, მინდა გავიგო, საიდან შეიძლება გავიგო; რა გავიგე.  მოსწავლეებს დაევალათ გაეგოთ  ინტერნეტის დახმარებით  ან კომპეტენტური ადამიანებისგან გაეგოთ რეალურ ვხოვრებაში სად შეიძლება გამოგვეყენებინა პარაბოლას თვისებები. მომდევნო გაკვეთილზე გონებრივი იერიშის გამოყენებით ჩამოვწერეთ ყველა ის სფერო სადაც გამოიყენება პარაბოლას თვისებები . ასოციაციური რუკის დახმარებით მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე  ერთად ჩამოვაყალიბეთ ის 4  ძირითადი ნაწილი რაც მათ ინტერესებს მოიცავდა 1. თეორიული ნაწილი-მეორე რიგის წირები
2.პარაბოლას გამოყენება არქიტექტურაში.
3. პარაბოლას გამოყენება მანქანის ფარებში
4.პარაბოლას გამოყენება ანტენებში
  ჩამოვაყალიბეთ თითუეულ საკითხის ირგვლივ როგორი სახის ინფორმაციები შეიძლებოდა მოეპოვებინათ მოსწავლეებს, რა რესურსები არსებობდა , როგორი გამოთვლების ჩატარება იქნებოდა შესაძლებელი: ყველაზე მეტად რა იქნებოდა საინტერესო რომ მათ „მიეგნოთ“
მოსწავლეები ინტერესების მიხედვით განაწილდნენ ჯგუფებში
ინფორმაციის შესწავლა და შეგროვება
მოსწავლეების მიერ ჯგუფებში მუშაობის დაწყებამდე, გავმართეთ დისკუსია მოცემულ საკითხზე ინფორმაციის მოძიების ეფექტური გზების შესახებ.  მოსწავლეებს ვთხოვე, განეხილათ ინფორმაციის შეგროვების  გზები და ინსტრუმენტები თითოეულ ჯგუფს თემატიკიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის სამუშაოების შესრულება მოუხდათ. ჯგუფებმა დაასახელს მათთვის ხელმისაწვდომი საშუალებები: ფიზიკის მასწავლებელი -მათთვის კომპეტენტური პიროვნება- რომელის გარკვეულ ინფორმაციებსაც მიაწვდიდა და დაეხმარებოდა  სასურველი ლიტერატურითა .   ინტერვიუს აღება იმ პირებისგან ვინც გარკვეულია ანტენების დაყენებისა ან მანქანის ფარებში სინათლის სხივის გავრცელების ცოდნაში .  მოსწავლეებს მივეცი გარკვეული რეკომენდაციები . აღნიშნე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მოძიება და კვლევის ინსტრუმენტების მრავალფეროვნების გამოყენება პროექტის რეალისტურობის და დამაჯერებლობის უზრუნველსაყოფად.
მოსწავლეებს მივაწოდე ვებ-გვერდების მისამართები, შერჩეული პროფესიის შესახებ კვლევის განსახორციელებლად.  

დასკვნების გაკეთება და პარალელების გავლება კვლევის საფუძველზე

მოსწავლეების მიერ კონკრეტულ მათთვის საინტერესო თემის  შესახებ ინფორმაციის მოგროვების და ორგანიზების შემდეგ, ისინი განსაზღვრავენ, რა კავშირშია პარაბოლას შესახებ სკოლაში შესწავლილი მასალა მის რეალურ ცხოვრებაში გამოყენებასთან.  შევახსენე,რომ: მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ და აკავშირბდნენ პრაქტიკასთან :
·         როგორ დამოკიდებულებეშია a კოეფიციენტის ნიშანი და მნიშვნელობა პარაბოლას შტოების მიმართულებასთან და სიდიდესთან?
·         სად მდებარეობს  პარაბოლას ფოკუსი და დირექტრისა და რა მნიშვნელოვანი როლს აქვს მის თვისებებს რეალური ობიექტების მუშაობისას?
·         რამდენად საინტერესოს ხდის ,მათი ცოდნა და გამოყენება, ცხოვრებას?
 პრეზენტაცია ზოგად შეკითხვაზე პასუხსაც უნდა წარმოადგენდეს, სიზუსტე მართლაც ამდენად მნიშვნელოვანია? დაეხმარეთ მოსწავლეებს გაავლონ პარალელები და გააკეთონ დასკვნები. გამართეთ მოსწავლეების კონფერენციები კვლევის და პროექტზე მუშაობის სხვდასხვა ეტაპებზე მოსწავლეების სამუშაოს მონიტორინგის, შეკითხვებზე პასუხის გაცემის და უკუკავშირის მიღების მიზნით.


მოსწავლეების პრეზენტაციების მომზადება
კვლევის ფარგლებში მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას და შეადგენენ პარაბოლას პრაქტიკული გამოყენების შესახებ ამოცანებს.  მოსწავლეებს მივეცი საპრეზენტაციო ფორმა და მიუთითე მუშაობა დაეწყთ  მულტიმედიურ პრეზენტაციებზე  .  მოსწავლეებმა დაგეგმავეს საკუთარი  პრეზენტაციის ვიზუალურ მხარეს PP -ს გამოყენებით, თითოეულ  სლაიდს უნდა ჰქონდეს  სათაური, შესაბამისი ფოტო-მასალა და ძირითადი საკითხების ჩამონათვალს.  

მოცემული დავალების შესრულების შემდეგ, შევხვდები მოსწავლეებს ინდივიდუალურად პრეზენტაციების განხილვის და შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით. სათაურების და ძირითადი თემატური საკითხების დამტკიცების შემდეგ, მოსწავლეები დაიწყებენ სლაიდების მომზადებას. დავეხმარები მოსწავლეებს პრეზენტაციებზე მუშაობის პროცესში.
ზეპირი პრეზენტაციების ჩატარება
პრეზენტაციებზე მუშაობის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები ჯგუფებად წარმოდგენენ   საკუთარი  ნამუშევრების პრეზენტაციას. ჯგუფის წევრები დაეხმარებიან ერთმანეთს პრეზენტაციების ზეპირად წარმოდგენის მომზადების პროცესში. განსაზღვრავთ შესაბამის დროის მონაკვეთს, მოსწავლეების მიერ შეკითხვების შესადგენად და პრეზენტაციებისთვის მოსამზადებლად. ინტერვიუერი (მოსწავლის დამხმარე) დასვამს შეკითხვებს  და ექსპერტი (მოსწავლე პრეზენტორი) გასცემს პასუხებს სლაიდებზე წარმოდგენილი ძირითადი სასაუბრო საკითხების დახმარებით. ჯგუფის წევრები შეძლებენ სხვა თემაზე მომუშავე ჯგუფების წევრებს გააცნონ საკუთარი მუშაობის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია და კვლევის შდეგები; პასუხი გასცენ მათთვის ბუნდოვან საკითხებს . მოსწავლეებს ვთხოვ , წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით უპასუხონ შემდეგ შეკითხვებს:
·         აუცილებელია თუ არა  კვადრატული ფუნქციისა და  პარაბოლას თვისებების ცოდნა ადამიანებისათვის?
·         მისი თვისებების ცოდნის  და გამოყენების გარეშე როგორი იქნებოდა ჩვენი გარემო?
·         როგორ გამოვიყენებთ მიღებულ ცოდნას?
·         ფოკუსის შეცდომით აღების  შემთხვევაში რა დაემართებოდა ანტენებს, მანქანის ფარებს?
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, განვიხილავთ და  შევავსებთ ცხრილს; გავაკეთეთ დასკვნებს შესწავლილი მასალის გამოყენების მნიშვნელობის შესახებ.

 ვებგვერდის შექმნა
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები საკუთარ ნამუშევრებს: პრეზენტაციებს,ჩაწერილ ინტერვიუებს  მულტიმედეას, შექმნილ ამოცანებს, პრეზენტაციის მასალას ატვირთავენ   მოსწავლეებს მიეცემათ შსაძლებლობა შეადარონ საკუთარი ამოცანები ერთმანეთს.
შეჯამება
ვაწარმოებთ ჯგუფურ დისკუსიას ზოგადი შეკითხვის გარშემო, სიზუსტე მართლაც ამდენად მნიშვნელოვანია? მოსწავლეები იმუშავებენ წყვილებში და გაუზიარებენ ერთმანეთს პასუხებს და მოსაზრებებს ზოგად შეკითხვებზე კვლევის და პროექტის შედეგების გათვალისწინებით.  შევცვალი მოსწავლეების წყვილებს და განვსაზღვრავ შესაბამისი დროის მონაკვეთს დავალების შესასრულებლად.  დისკუსიის მსვლელობისას გავაკეთებ ჩანაწერებს, მოვახდენ მოსწავლეების მიერ პროექტის ფარგლებში შესწავლილი ცნებების და მოსაზრებების დოკუმენტირებას. მოსწავლეები პირად მოსაზრებებს და იდეებს სამუშაო დღიურში ჩაწერენ.


დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებს მივეცი დავალებად:  აწარმოონ  ყოველდღიური მუშაობის დღიური ან
 გაზომვემი ჯგუფის პრაქტიკული სამუშაოების შესრულების დროს.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

აღწერეთ დამატებითი დახმარების საშუალებები ენაზე მუშაობისთვის, მაგალითად, სასწავლო კურსი და ინდივიდუალური გაკვეთილები ბილინგვური მოსწავლეებისგან ან თემში მოხალისე მასწავლებლებისგან, ქართული ენის შემსწავლელთათვის. აღწერეთ ადაპტირებული მასალები, მაგალითად, ტექსტები, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრირებული ტექსტები, ორენოვანი ლექსიკონები, თარგმანის პროგრამები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების მეთოდების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავის ცოდნა, მაგალითად, შეფასების ფორმატში - მშობლიური ენის გამოყენება, ნაცვლად ქართულისა, ან ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
შეადარონ ჩატარებული მუშაობის შედეგები და გააკეთონ ანალიზი.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთპროექტისათვისსაჭიროტექნოლოგიურიუზრუნველყოფა)

ფოტოკამერა
კომპიუტერი (ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      
ბეჭდვითი მასალები
სასკოლო სახელმძღვანელო თ ვეფხვაძე;ლ ი მებონია; გოგიშვილი ;ქუჩიშვილი
ს. თოფურია
 IX კლასის ფიზიკის სახელმძღვანელო.
ინვენტარი/მასალები
სიგრძის საზონი ხელსაწყო.
ინტერნეტრესურსები
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90
https://www.google.ge/search?q=parabola&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=QFEIU9nrKuW70wW63YG4Bg&ved=0CAkQ_AUoAQ&biw=1280&bih=880
სხვა რესურსები

არქიტექტურული ძეგლები.
ხელოსნები რომლებიც კარგად იცნობენ მანქანის ფარების ნათებას
ხელოსნები, რომლებიც კარგად ერკვევიან ანტებებში ინფორმაციის მიღების პრინციპებში








Комментариев нет:

Отправить комментарий