გაკვეთილის გეგმა
23.04.2014წ.
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეები
|
მასწავლებლის გვარი, სახელი
მოსწავლეთა პროფილი
|
ცირა მანველიშვილი
24 მოსწავლე. ინდივიდუალურ მიდგომებს არცერთი არ საჭიროებს
|
გაკვეთილის მიზანი
|
მოსწავლეებმა შესძლონ ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეების გარჩევა. წარმოაჩინონ მცენარეთა განმასხვავებელი ნიშნები-ფოთლის ფორმა..................ტყის ნობათი და მისი გამოყენება ყოფაცხოვრებაში-10 წთ. მუშაობა დანართ რვეულში-5 წთ.
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები-ინდიკატორები.
|
მოსწავლეებს შეეძლებათ გააცნობიერონ, რომ ტყე-მცენაარეების, ფრინველების, ცხოველების და მწერების საარსებო გარემოა.ეცოდინებათ ტყეში ქცევები, როგორ იზრუნონ ტყეზე. მისი გამოყენება ყოფაცხოვრებასა და მედიცინაში.
|
წინასწარი ცოდნა
|
ინფორმაცია ხე, ბუჩქი და ბალახოვანი მცენარის შესახებ. მცენარის ნაწილები (ფესვი, ღერო, ფოთოლი, ნაყოფი.)
|
გამოყენებული ლიტერატურა
|
მოსწავლის სახელმძღვანელო „ჩვენი გარემო“-ლ. შალვაშვილი
მოსწავლის სამუშაო რვეული-ლ.შალვაშვილი
|
სასწავლო მასალა
|
ქიმიის, სამოქალაქო, თავდაცვისა და უსაფრთხოების ადამიანური რესურსი. ქიმიის მასწავლებელი- ეთერ გზირიშვილი. 15 წთ
|
ტექნიკური რესურსი
|
დაფა, ცარცი, თეთრი ფურცლები, დაფაზე დასაკრავი ფერადი ფურცლები. შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყის ილუსტრაციები. ოთახის მცენარეები თვალსაჩინოება ჟანგბადისა და ფოტოსინთეზის შესახებ.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხები-2 წთ.
|
საკლასო მენეჯმენტი
|
გონებრივი იერიში მეთოდით-წელიწადის თვეები, დროები და მცენარეთა მდგომარეობა
წელიწადის სხვადასხვა დროს. მოსწავლეებში მოტივაციის შექმნა. აქტიური მინი-ლექცია.
მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა. ინფორმაცია ჟანგბადისა და ფოტოსინთეზის შესახებ.
|
ესე
|
რას ჩურჩულებს ტყე? 5 წთ.
(თეთრი ფურცლები-ჯგუფურად)
|
დავალება:
|
-საცხოვრებელი სახლის გარე მიდამოებში ხეებზე დაკვირვება. შეაგროვონ
მასალა ჰერბარიუმისთვის. სასაწავლო წიგნში -„შეამოწმე შენი ცოდნა.“
|

გაკვეთილის გეგმა
საგანი: ბუნებისმეტყველება ჩატარების დრო:
მასწავლებლი: ნინო გუგუტიშვილი მოსწავლეთა რაოდენობა: 19
გაკვეთილის
მიზანი/შედეგი
|
მოსწავლეები შეძლებენ განასხვავონ მიკროორგანიზმების სხვადასხვა ჯგუფები.
დააჯგუფებენ სასარგებლო და მავნე მიკრობებს. გაეცნობიან მათ როლს ბუნებაში, ყოველდღიურ
ყოფა ცხოვრებაში. აღწერენ მიკროორგანიზმებით გამოწვეულ დაავადებებს მათგან თავდაცვის
საშუალებებს და წარნოადგენენ პრეზენტაციის სახით.
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა და აქტუალობა
|
გაკვეთილი მნიშვნელოვანია იმით, რომ მოსწავლეები განასხვავებენ ერთმანეთისგან
სასარგებლო და მავნე მიკრობებს. გამოიმუშავებენ მათგან თავდაცვისა და მათთან ბრძოლის
უნარებს. ისწავლიან სასარგებლო მიკროორგანიზმების გამოყენებას ყოფა ცხოვრებაში.
|
გაკვეთილის
თემა
|
მიკროორგანიზმები
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან ბაქტერიული უჯრედის აგებულება, ვირუსის აგებულება
და ცხოვრების ნირი. იციან განსხვავება პროკარიოტულ და ეუკარიოტულ უჯრედს შორის, იციან
აგრეთვე რა განსხვავებაა მიკროორგანიზმების სხვადასხვა ჯგუფებს შორის.
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
აქტივობა
1. მას შემდეგ რაც დავამთავრეთ მიკროორგანიზმების შესწავლა, მოსწავლეები გავყავი ოთხ ჯგუფად. თითოეული ჯგუფი
შედგება 4-5 წევრისაგან, ყველა ჯგეფს მივეცი დავალება, მოიძიონ ინფორმაცია
და წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით და გააკეთონ კედლის გაზეთი.
I- ჯგუფის დავალებაა ზოგადად მიკრობების შესახებ მოპოვონ ინფორმაცია.
II-ჯგუფის
თემაა მიკრობების როლი ბუნებაში.
III-ჯგუფის
თემაა სასარგებლო მიკრობები.
IV-ჯგუფის
კი მავნე მიკრობები.
მოსწავლეებს მივეცი მითითებები რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, რა
სახის ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ და გავაცანი აგრეთვე შეფასების კრიტერიუმები.
აქტივობა 2.
სანამ მოსწავლეები ჯგუფების მიხედვით წარმოადგენენ დავალებას, ვსვავ რამდენიმე შეკითხვას
3-4 წუთი. ამის შემდეგ იწყება პრეზენტაცია თითოეულ ჯგუფს აქვს დრო 5-7 წუთი. აქტივობის
ხანგრზლივობაა 30 წუთი.
აქტივობა
3. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ
შეაფასონ სხვა ჯგუფები რა დაამახსოვრდათ პრეზენტაციიდან მნიშვნელოვანი და რა დამატებითი
ცოდნა მიიღეს. ხანმოკლე მსჯელობის შემდეგ ვაფასებ სიტყვიერად 5-6 წუთი. ვაძლევ დავალებას 1-2 წუთი.
|
შეფასების საგანი
|
ფასდება პრეზენტაციის უნარი, რამდენად შეესაბამება პრეზენტაციის თემა
მოსწავლეების მოძიებულ მასალას, მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მსჯელობის უნარი, კითხვაზე
პასუხი, მასალის მრავალფეროვნება
|
რესურსები
|
წიგნები, ფურცლები, კალმები, ინტერნეტი
|
შეფასების სქემა პრეზენტაციისთვის
კრიტერიუმები
|
1-3
|
4-5
|
6-7
|
8-10
|
აზრის ჩამოყალიბება
და გადმოცემა
|
აზრს ბუნდოვნად აყალიბებს და გადმოსცემს. დაბნეულად, გაუგებრად საუბრობს
|
ნაწილობრივ გასაგებია განმარტებები არ არის ზუსტი, ხშირად იმეორებს ერთსა
და იგივეს
|
ლოგიკურად არის აგებული, მაგრამ შეინიშნება ხარვეზები. საუბარი გამართულია
|
აზრი ლოგიკურად არის აგებული, წარმოდგენილი საკითხები ნათელი და გასაგებია,
არაორჭოფული
|
პრეზენტაციის
თემის შესაბამისობა მის შინაარსთან
|
პრეზენტაციის თემა არ შეესაბამება მის შინაარსს
|
პრეზენტაციის თემა მცირედ შეესაბამება მის შინაარსს
|
პრეზენტაციის თემა შესაბამისია მისი შინაარსის
|
პრეზენტაციის თემა ზუსტად შესაბამისია მისი შინაარსის
|
კლასთან კონტაქტი
|
ვერ ამყარებს კონტაქტს
|
პერიოდულად ამყარებს კონტაქტს
|
ამყარებს კონტაქტს
|
კარგად ფლობს კომუნიკაციის უნარს
|
Комментариев нет:
Отправить комментарий