პ რ ო ე ქ ტ ი
„სინათლე საკლასო ოთახში“
სსიპ გორის #9 საჯარო სკოლა
2012 წელი
მიზანი
პროექტის მიზანია ელგაყვანილობის,
განათების სისტემებისა და მოწყობილობების მონტაჟი თანამედროვე მოთხოვნათა
შესაბამისად. დაზიანებული გაყვანილობის დიაგნოსტიკა და რეაბილიტაცია, რაც ხელს შეუწყობს სწავლა- სწავლების ხარისხის
გაუმჯობესებას, კერძოდ:
·
მოსწავლეებისა და მასწავლებელებისათვის საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად
შესაფერისი გარემოს - განათებული საკლასო ოთახებისა და ღია სივრცის შექმნა
·
სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აუდიო და ვიდეო რესურსების
შექმნა და გამოყენება.
შედეგი
·
სკოლას
ექნება განათებული საკლასო ოთახები და ღია სივრცე
·
ჩატარდება
თანამედროვე ტიპის გაკვეთილები ტექნიკის აქტიური გამოყენებით
·
ამაღლდება
მოსწავლეებში მოტივაცია და მათი ჩართულობა
სხვადასხვა აქტივობებში
·
მოსწავლეები
მოახდენენ საკუთარ საკლასო ოთახებში მომზადებული ნამუშევრების პრეზენტაციას
·
პროექტის
განხორციელება აამაღლებს თითოეულ კლასში სწავლა/სწავლების ხარსხს. ხელს შეუწყობს პედაგოგს იმუშაოს
ტექნოლოგიების ფლობის უნარის მუდმივ გაუმჯობესებასა და დახვეწაზე.
საჭიროებების/პრობლემის
აღწერა
სკოლაში არსებული მოძველებული და მწყობრიდან
გამოსული ელექტრო გაყვანილობა ხელს უშლის არა მარტო მასწავლებელს ჩაატაროს თანამდეროვე
ტიპის გაკვეთილები, არამედ გარკვეულწილად წარმოადგენს საფრთხეს სკოლისთვის. განსაკუთრებით სავალალო
მდგომარეობაა სკოლის მეორე და მესამე სართულზე. საკლასო ოთახებში არაა ჩამრთველები
და შტეფსელები ღრუბლიან ამინდში ფაქტობრივად შეუძლებელია წიგნზე და დაფასთან
მუშაობა. ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება თანამედროვე მეთოდებით და ტექნოლოგიებით
სასწავლო პროცესის გამდიდრება, გამრავალფეროვნება, რაც უარყოფითად აისახება
მოსწავლეთა მოტივირებასა და ჩართულობაზე.
აღნიშნული პრობლემის მოგვარება სკოლამ სცადა, მაგრამ მასშტაბებიდან გამომდინარე მისი შესრულება
მატერიალური ბაზის სიმცირის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა.
ღონისძიებები,
რომელიც გატარდება აღნიშნული პრობლემის საპასუხოდ:
·
პროექტის ფოკუს ჯგუფის მობილიზება და მოვალეობების
გადანაწილება
·
პროექტის მონიტორინგისა და შეფასების გეგმის
შემუშავება
·
ადმინისტრაციასთან შეთანხმება
·
სკოლის მდგომარეობის შესწავლა
·
სკოლის რესურსები
·
დამატებითი რესურსების მოძიება
·
წარმატებულ კურსდამთავრებულთა ჩართვა
·
მუნიციპალიტეტის ჩართვა პროექტში
მონაწილეები: პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები,
მუნიციპალიტეტი, მოხალისეები, წარმატებული კურსდამთავრებულები, სამუშაო
ჯგუფი.
პროექტის ბენეფიციარები
·
ფოკუს
ჯგუფის წევრები – სკოლის ბაზაზე
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფი – 7 წევრი
·
მასწავლებლები
·
მუნიციპალიტეტი
·
სკოლის
კურსდამთავრებულები
ის
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით
განხორციელებას:
·
პროექტში კურსდამტავრებულთა მხრიდან
პასიურობა
·
არახელსაყრელი ბუნებრივი პირობები
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ:
პროექტის მდგრადობის მაჩვენებელია ის ფაქტი რომ -
განათებული საკლასო ოთახებით და ღია სივრცით მრავალი წლის განმავლობაში
ისარგებლებენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მთლიანად, სკოლის თემი.
სამომავლოდ შესაძლებელი იქნება სკოლის ფონდებით
საჭიროებისამებრ მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
პროექტის
ხანგრძლივობა:
პროექტი გაგრძელდება 4 კვირის მანძილზე.
პროექტისათვის საჭირო თანხა
გრანტით მისაღები თანხა 10 000 ლარი
აქედან
ქ. გორის მუნიციპალიტეტი - 8000 ლარი
ქ. გორის #9
საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები - 2000
ლარი
Комментариев нет:
Отправить комментарий