ოქმები



ოქმი 12

ტესტის ანალიზი

ბიოლოგია (გუგუტიშვილი VII კლ)

            შეიკრიბა ჯგუფის ყველა წევრი და მოხდა ბიოლოგიის ტესტის ანალიზი VII კლასშიშემაჯამებელი ტესტის ანალიზმა გვიჩვენარომ 3-4 ქულა თანაბარი რაოდენობით დაიწერა VII-1 და VII-2 კლასებშიმხოლოდ 8, 9, 10, ქულები მეტი რაოდენობით დაიწერა VIკლასში. VIIკლასში არის 18 მოსწავლეხოლო VIIკლასში-26.
ქულიანი ტესტის შეფასების სქემა-სწორი პასუხი-1 ქულა. 2 ქულიანი ტესტისათვის სწორი მოცემულობის ჩაწერა და ფორმულა-1 ქულასწორად გამოთვლილი ამოცანა-2 ქულა.

ჯგუფის გადაწყვეტილება:
            ჩატარდეს შუალედური ტესტირებარომლის მიხედვით  პედაგოგი დაადგენს მოსწავლეთა ცოდნის დონეს, რათა შემდეგი შემაჯამებელი ტესტირების  შედეგი იყოს უკეთესი.


                                                                                                                             31.10.2013წ








                                      ოქმი №8
                                                   დასწრება გაკვეთილზე

        ჯგუფის წევრები დაესწრნენ მათემატიკის გაკვეთილს,რომელიც ჩატარდა IX-2 კლასში პედაგოგ ლელა ბედოშვილის მიერ.  ერთად შემუშავდა გაკვეთილის გეგმა, ხოლო ჩატარების შემდეგ მოხდა გაკვეთილის ანალიზი. წარმოჩინდა შერჩეული გაკვეთილის გეგმის უპირატესობები. გამოწვევის ფაზაში გამოყენებული იქნა გონებრივი იერიშის მეთოდი. ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაცია-შინაარსის რეალიზების ფაზაში. ვენის დიაგრამა კი - რეფლექსის ფაზაში იქნა გამოყენებული.

ჯგუფის გადაწყვეტილება:

ჯგუფმა გადაწყვიტა აღნიშნული გაკვეთილის გეგმის მიხედვით დავგეგმოთ გაკვეთილები და ერთმანეთს დავესწროთ ჯგუფის წევრები.
გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმები: სტანდარტის ენაზე ჩამოყალიბებული საგაკვეთილო მიზანი და შედეგები. აქტივობები, მეთოდები, კლასის ორგანიზების ფორმები.
აქტივობების თანმიმდევრობა ლოგიკურია და აქტივობის დროში განაწილებული. თითოეულ აქტივობისას კარგადაა გამოყენებული კლასის ორგანიზების ფორმები - შეფასება, თვითშეფასება.
შეფასდა საგაკვეთილო პროცესი.


                                                                                                       06.10.2013წ






ოქმი №3

საპრეზენტაციო მასალა გაეცნო პედაგოგიურ კოლექტივს
შეხვედრას ესწრებოდა ჯგუფის ყველა წევრი და 44 პედაგოგი
სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის საპრეზენტაციო მასალა
      სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შექმნის მთავარი პრიორიტეტი სწავლა სწავლების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაა. ამ ჯგუფის მიზანია თვითონ ისწრაფოს განვითარებისკენ, სიახლეებისკენ და თავის გამოცდილება კოლეგებსაც გაუზიაროს, დაგეგმოს გაკვეთილები კოლეგებთან ერთად, ჩაატაროს და დაისწროს გაკვეთილებზე სხვა მასწავლებლები, რათა შემდგომში მოხდეს ამ გაკვეთილების ერთობლივი განხილვა მისი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოკვეთა, კარგის დანერგვა შეცდომების გამოვლენა და შემდგომში მისი გამოსწორება.
    პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრები ზრუნავენ, როგორც საკუთარი ასევე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე, ცდილობენ ჩართონ პედაგოგები მრავალფეროვან აქტივობებში, რათა ხელი შეუწყონ მათში თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის სურვილს, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს სწავლა სწავლების პროცესის გაუმჯობესებას.
    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია, სკოლის საჭიროებების კვლევა. საჭიროებების გამოვლენის შემდეგ შესაბამისი აქტივობების დაგემვა და განხორციელება, შემდეგ კი მიღებული ეფექტის შეფასება. შეფასების დროს მნიშვნელოვანია: მასწავლებლის თვითშეფასება, კოლეგების ურთიერთშეფასება და რათქმაუნდა გარე შეფასება. სადაც იგულსხმება: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და სხვა.
    პროფესიული განვითარების ჯგუფის ფუნქციებს შეადგენს:
·         კოლეგებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
·         განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე, ეროვნულ სასწავლო გაგმაში, ზოგადი განათლების კანონში, არსებულ ცვლილებებზე ინფორმაციის მიწოდება კოლეგებისათვის;
·         საკუთარი და კოლეგების საჭიროებების დადგენა და ანალიზი. ანალიზზე დაყრდნობით როგორც საკუთარი, ასევე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
·         სასწავლო პროცესზე დაკვირვება და კოლეგების კონსულტირება;
·         ურთიერთდახმარება სასწავლო პროცესის ანალიზსა და გამოვლენილი პრობლემების გადაჭრაში;
·         საჭიროებებიდან გამომდინარე, ტრენინგების, სემინარების და სამუშაო შეხვედრების ხელშეწყობა;
·         პროფესიული განვითარების ჯგუფის მუშაობის პერიოდული ანგარიშები, კოლეგების წინაშე;

·         შეხვედრების მოწყობა მშობლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, მათი ჩართვა სკოლის განვითარების პროცესში.


D                                




Комментариев нет:

Отправить комментарий