ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
27.03 2014 წ.
გაკვეთილის მთავარი თემა
|
რა არის ოქროს
კვეთა?
|
ინტეგრირებული საგნები/მასწავლებლის
სახელი, გვარი
|
მათემატიკა---ლელა ბედოშვილი
ბიოლოგია--ნინო გუგუტიშვილი
ქართული ენა და ლიტერატურა--მარინე გასიტაშვილი
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საშუალო საფეხური/
Xკლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
25 მოსწავლე/ინდივიდუალურ მიდგომებს არცერთი არ საჭიროებს.
|
გაკვეთილის მიზანი
|
მოსწავლეები გაიმეორებენ და განიმტკიცებენ
მიღებულ ცოდნას პროპორციული მონაკვეთების შესახებ ; მეტი ყურადღებით შეისწავლიან პროპორციის კიდევ
ერთ კერძო სახეს: ოქროს კვეთას- შეძლებენ მის განზოგადებას მეცნიერების სხვა სფეროებში. გამოიმუშავებენ მისი
პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევებს.
|
ეროვნული სასწავლო გეგმითგანსაზღვრული
მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები.
|
მათ.X.10. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული დებულებების დასაბუთება.
მათ.X.11. მოსწავლეს შეუძლია ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების მოძებნა.
ბიოლ. კვლ.X.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
კვლ.X.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა
ანალიზი და შეფასება.
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო
და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ. X. 3.
აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის
ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
|
წინასწარი ცოდნა
|
მათ.: პროპორცია.პროპორციის ძირითადი კანონი
ბიოლ.: ადამიანის ანატომია
ქართ.:მაღალი და დაბალი შაირი.
|
გამოყენებული ლიტერატურა
![]()
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
თ.ვეფხვაძე; გ.გოგიშვილი;
ი.მებონია; ლ.ქურჩიშვილი-მათემატიკა Xკლ.
შ.რუსთაველი- „ვეფხისტყაოსანი“;
მ.სეხნიაშვილი; მ.მაყაშვილი- ბიოლოგია Xკლ.
ა.ბენდუქიძე--„მათემატიკა
სერიოზული და სახალისო“
გ. წერეთელი-„მეტრი
და რიტმი ვეფხისტყაოსანში“
ინტერნეტი—google.com; youtobe.com
პროექტორი; კომპიუტერი;
კალკულატორი; დაფა; ცარცი; თეთრი ფურცლები; კალმები; ფოტო მასალა: ხვლიკისა და ნიჟარას
გამოსახულებით;
მოსწავლის ხელი მტევანი; მვენარის ყლორტი;
კომპიუტერული პროგრამა:
PowerPoint
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
·
მათ.: საორგანიზაციო
საკითხების მოგვარება--2 წთ.
·
მოსწავლეებში
მოტივაციის შექმნა: გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით ,პროექტორის
დახმარებით ნაჩვენები, ორი ადამიანის
სხეულის შედარება.---2წთ
·
აქტიური
ლექცია:PP-ს დახმარებით ინფორმაციის გადაცემა მოსწავლეთა
აქტიური ჩართულობით
ოქროს კვეთის კოეფიციენტის მიღება: კვადრატული
განტოლების ამოხსნა ერთ-ერთი მოსწავლის დახმარებით
კეთებით სწავლება: ოქროს მართკუთხედების (აიდი
მეტრომანი,GPS,PSP, ბარათების...)
გვერდების გაზომვა მოსწავლეების მიერ და შეფარდებების „პოვნა“—10წთ
·
ფიბონაჩის
რიცხვების გაცნობა და მათი კავშირი
ოქროს კვეთასთან PP-ს დახმარებით დემონსტრირება ---3წთ
o
ბიოლ.:
მინი ლექცია--2 წთ
o
მუშაობა 5-6 კაციან ფგუფებში:
I ჯგუფი გაზომავს სურათზე
გამოსახული სალამანდრას სხეულზე კიდურებს შორის მანძილები; (ნახატი)
II
ჯგუფი--გვირილას მუხლებს შორის მანძილები და მათი შეფარდებები (ნახატი)
III
ჯგუფი--ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ხელის მტევნისა და მკლავის პროპორციებს
IV
ჯგუფი ქათმის კვერცხის პროპორციები.
პრეზენავიები---10წთ
§
ქართ.: 5-6 კაციანი ჯგუფები მოძებნიან დაბალი შაირის ნიმუშებს „ვეფხისტყაოსანში“ და
დაყოფენ მუხლებად,შემდეგ შეეცდებიან ფორმულის მიხედვით მიიღონ კოეფიციენტი (მოსწავლეები ჯგუფებში მუშაობისას დაინახავენ
საგანთა შორის კავშირს).---10წთ
§
ფილმის
ჩვენება--3წთ
§
უკუკავშირი ---2წთ
§
საშინაო
დავალების მიცემა--1წთ
|
საშინაო დავალება
|
ინტერნეტისა და ლიტერატურის
დახმარებით ოქროს კვეთის პროპორციებთან დაკავშირებული მასალის მოძიება
|
შეფასების რუბრიკა
9-10
|
7-8
|
5-6
|
1-4
|
|
ჯგუფებში მუშაობა.
პრეზენტაცია
(ქართული ენა)
33%
|
აქტიურად მონაწილეობს
გაკვეთილის მსვლელობაში.გარკვევით დ გამართულად აყალიბებს აზრს.
|
აქტიურად მონაწილეობს
გაკვეთილის მსვლელობაში. გამართულად აყალიბებს აზრს, თუმცა უშვებს მცირეოდენ შეცდომებს .
|
საშუალოდ აქტიურია,უჭირს
აზრისლოგოკურად ჩამოყალიბება, უშვებს გარკვეული რაოდენობის შეცდომებს
|
პასიურია, გაუგებრა აყალიბებს
აზრს, შეცდომას უშვებს ყოველ წინადადებაში. უჭირს აზრის ჩამოყალიბება.
|
ჯგუფებში მუშაობა (ბიოლოგია)
33%
|
უზიარებს მოსაზრებებს ჯგუფის წევრებს, აქტიურად
თანამშრომლობს მათთან , ითვალისწინებს მათ
იდეებს და საკუთარი წვლილი შეაქვს, პრეზენტაციის მომზადებაში, შესაბამისი
კონტრიბუციის გზით.
|
გამოვხატავს საკუთარ მოსაზრებას,
თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, ითვალისწინებს მათ იდეებს მხოლოდ შესაბამის შემთხვევაში.
პრეზენტაციის მომზადებისას ფერხდება.
|
იშვიათად გამოვხატავს
მოსაზრებას . ჯგუებთან მუშაობისას პასიურია. მხოლოდ წახალისების შემთხვევაში გამოთქვამს თავის მოსაზრებას,თუმცა უშვებს გარკვეულ
შეცდომება.
|
ძალიან პასიურია მუშაობის
დროს. უჭირს ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა. უჭირს საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბება.
|
გაკვეთილზე
აქტიურობა
(მათემატიკა)
34%
|
აქტიურადაა ჩართული გაკვეთილის
ახსნისას. აქვს მაღალი მოსმენის კულტურა, აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
ადეკვატურად და გონირულად გამოსთქვამს საკუთარ მოსაზრებებს. თავისუფლად და შეუფერხებლად
ხსნის დასმულ ამოცანებს და სავარჯიშოებს.
|
აქტიურადაა ჩართული გაკვეთილის
ახსნისას. აქვს მაღალი მოსმენის კულტურა, თუმცა უჭირს ყველაფრის ერთდროულად აღქმა
და გაანალიზება. ჩართული საგაკვეთილო პროცესში. შეფერხებებით ხსნის დასმულ ამოცანებს და სავარჯიშოებს.
|
პასიურადაა ჩართული გაკვეთილის ახსნისას. უჭირს გაკვეთილის მოსმენა
და ეფანტება გონება .პასიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში. ნაკლებად გამოსთქვამს საკუთარ მოსაზრებებს. უჭირს დასმულ ამოცანებისა და სავარჯიშოების ამოხსნა.
|
არ არის ჩართული გაკვეთილის ახსნისას. უჭირს ახალი მასალის
შესწავლა და გაანალიზება , არ არის ჩართული
საგაკვეთილო პროცესში. ვერ აყალიბებს საკუთარ
მოსაზრებებს . უჭირს ამოცანების და სავარჯიშოების
ამოხსნა.
|
.jpg)
Комментариев нет:
Отправить комментарий