понедельник, 21 апреля 2014 г.

პროფესიული განვითარების ჯგუფების ფუნქციები და მოვალეობები


ჯგუფებისფუნქციებიდამოვალეობები
სავარაუდო აქტივობები
კოლეგებს შორის ურთიერთ
თანამშრომლობის
და ურთიერთდახმარების კულტურის
განვითარების ხელშეწყობა.

·         სკოლისკულტურის ტიპების, მათი დადებითი და უარყოფითი შედეგების გაცნობა კოლეგებისათვის.
·         სკოლის კულტურის დიაგნოსტირება (ტრენინგებზე მიღებული საკითხავი მასალის მიხედვით).
·         თანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრების გზებისა და საშუალებების გაცნობა კოლეგებისათვის (თანამშრომლობის ფორმების შესახებ სატრენინგო მასალა).
·         ერთობლივი პროექტები.

განათლებისსისტემაშიმიმდინარესიახლეებზე, ეროვნულსასწავლოგეგმაში, ზოგადი
 განათლების კანონში არსებულ
ცვლილებებზე ინფორმაციის მიწოდება
 კოლეგებისათვის.

·         განათლებისსისტემაშიმიმდინარესიახლეებზე, ეროვნულსასწავლოგეგმაში, ზოგადიგანათლებისკანონშიარსებულცვლილებებზეინფორმაციის მოძიება და ანალიზი (მაგალითად, ცვლილებები პროფესიული განვითარების სქემაში, პროფესიული სტანდარტის ახალი ვერსია და სხვ.).
·         ინფორმაციის გაცნობა კოლეგებისათვის.

საკუთარი და კოლეგების საჭიროებების
დადგენა დაანალიზი. ანალიზზე დაყრდნობით
 როგორც საკუთარ, ასევე კოლეგების
 პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

·         ურთიერთდასწრება გაკვეთილებზე.
·         თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების კითხვარების შევსება და მათი შედარებითი ანალიზი.
·         პროფესიული საჭიროებების დადგენა (კითხვარის გამოყენებით) და პროფესიული თვითგანვითარების დაგეგმვა.

სასწავლო პროცესზე დაკვირვება და
 კოლეგების კონსულტირება.

·         ურთიერთდასწრება გაკვეთილებზე და კრიტიკულ-კონსტრუქციული ანალიზი.
·         რეკომენდაციების შემუშავება.
ურთიერთდახმარება სასწავლო პროცესის
 ანალიზსა და გამოვლენილი პრობლემების
 გადაჭრაში.

·         საგნების მიხედვით მოსწავლეთა შეფასების შედეგების ანალიზის ინიცირება / არსებული ანალიზის გამოყენება პრობლემების იდენტიფიცირებისათვის.
·         პრობლემების გადაჭრის გზების ერთობლივი ძიება.
·         კვლევები.

საჭიროებიდან გამომდინარე, ტრენინგების,
 სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების
ორგანიზების ხელშეწყობა.

·         ინფორმაციის მოძიება არსებული ტრენიონგპროგრამების შესახებ (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და სხვა პროვაიდერი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამები) და ამ ინფორმაციის გაცნობა კოლეგებისათვის.
·         საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ტრენინგების, სემინარებისადასამუშაოშეხვედრების ორგანიზება.
·         ტრენინგებზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კოლეგებისათვის.

პროფესიული განვითარების
ჯგუფების მუშაობის პერიოდული
ანგარიშები კოლეგების წინაშე.

·         ანგარიშების მომზადება და წარდგენა.
·         უკუკავშირის მიღება და მისი ანალიზი.
შეხვედრების მოწყობა მშობლებთან
 და სხვა დაინტერესებულ
პირებთან-მათი ჩართვა სკოლის
განვითარების პროცესში.

·         შეხვედრები სამეურვეო საბჭოსთან, მშობელთა ჯგუფებთან (მაგალითად, პრობლემური კლასების. შესაძლებელია კვლევაში მათი ფოკუს-ჯგუფებად გამოყენება).
·         სკოლის / ჯგუფის ბიულეტენის მომზადება.